12:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 15:04:14, 1034 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომპანია „3 ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა. სასტუმრო 778.60 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ის 4 სართულსა და 31 ნომერს მოიცავს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 1.97 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად შენობის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

„ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ. მისი გახსნა სამწუხაროდ, პანდემიის გამო გახანგრძლივდა. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით ოთხვარსკვლავიანი, 31 ნომრიანი სასტუმროს აშენება და გახსნა ამ დაბრკოლების მიუხედავად შევძელით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ ნომრებთან ერთად, ასევე სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ჩვენ მათ საუკეთესო შეთავაზებებს ვპირდებით“, - განაცხადა Epigraph Town Hotel-ის დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. კომპანია “3 ჯგუფთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel-ის აშენება და გახსნა გახდა შესაძლებელი. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა მნიშვენლოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში  სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენ კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესების გაძლიერებასა და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics