06:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 13:43:46, 1139 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ.

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია, როგორც ოლიგარქი და მოთხოვნილია, რომ ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად პერსონალური სანქციები დაუწესოს.

ამასთან, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში კი ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), მეორის კი ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.

"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად",- ვკითხულობთ EPP-ის რეზოლუციის ტექსტში. 

გარდა ამისა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აქცენტს აკეთებს საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის წევრი და აცხადებს, რომ ამ პროცესში ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, იქნება ლაკმუსის ტესტი.

"გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის არაერთი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს, იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართება. კიდევ ერთხელ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად. 

განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ შექმნილ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, როგორც ლაკმუსის ტესტს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების სურვილის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო",- აღნიშნულია რეზოლუვიის ტექსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics