00:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 14:01:59, 806 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში შრომის ინსპექციის ოფისი გახსნეს

ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი, მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს. საოფისე ფართი, შრომის ინსპექციას აჭარის მთავრობამ გადასცა. 

"როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის გაძლიერება და მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა უწყების ერთ- ერთი პრიორიტეტია. ზურაბ აზარაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონულ ოფისში, 12 ინსპექტორია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კი, ყველა სახის დარღვევაზე, დროულ რეაგირებას და პრევენციის მიზნით, საჭირო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს. 

შრომის ინსპექციის სამსახურის ბათუმის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics