00:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 12:29:42, 1257 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - ევროპის 27 ქვეყანა მიმართავს ჩვენს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი

ევროპის 27 ქვეყანა მიმართავს ჩვენს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი ყოევდღე სუსტდება, უჭირს ჭამა და ლაპარაკიც.

"სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს. ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს ჩვენ ხელისუფლებას, რომ შუამდგომლობით გაათავისუფლონ სააკაშვილი და შესაძლებლობა მიეცეს, რომ მკურნალობა გაიაროს პოლონეთში",- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics