|
2023-02-10 18:30:13, 1619 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ახალ ბრალდებაზე წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ახალ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. მოსამართლის თქმით, ბადრი ესებუა უკვე იმყოფება ბათუმის ციხეში და ის იქამდე იქნება იქ, სანამ აღკვეთის ღონისძიება არ დასრულდება, ციხიდან კი იმ საფრთხის რეალიზება ვეღარ მოხდება, რაზეც პროკურორებმა ისაუბრეს, აქედან გამომდინარე, ხელმეორედ პატიმრობის შეფარდების საფუძველი უკვე პატიმრობა შეფარდებული ბრალდებულის მიმართ აღარ არსებობს. "იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული უკვე პატიმარი არის და სწორედ მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გახდა, მისი დაკავების საფუძველი, ის დღესაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, შესაბამისად იმ ადგილიდან, სადაც ბრალდებული დღეს იმყოფება და სანამ აღკვეთის ღონისძიება არ დასრულდება იმ დაწესებულებაში იქნება, იქედან ბრალდებული ვერ შეძლებს, იმ საფრთხეების რეალიზებას რაზეც პროკურორებმა ისაუბრეს, რის გამოც ვთვლი რომ, ხელმეორედ პატიმრობის შეფარდების საფუძველი უკვე პატიმრობა შეფარდებული ბრალდებულის მიმართ აღარ არის", - განაცხადა მოსამართლემ სხდომის დასრულებისას. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა ორ წლიანი ძებნის შემდეგ 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავა. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ბადრი ესებუას ბრალი ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)