|
2023-02-10 18:01:41, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმებზე - ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა
ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსი დამპყრობლების დღევანდელ თავდასხმას. მისი თქმით, მტერმა სულ მცირე 70 რაკეტა ისროლა, საიდანაც 60 ჩამოგდებულია. "დღეს დილით მოწინააღმდეგემ სულ მცირე 70 რაკეტა გაუშვა მორიგი მასიური შეტევისას. ჩამოაგდეს სულ მცირე 60 რაკეტა. მათი ყველა სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს! რამდენიმე რუსულმა რაკეტამ მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. მსოფლიომ ეს უნდა შეაჩეროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს საზენიტო მებრძოლს, ყველას, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს. დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)