05:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 22:54:07, 1165 ნახვა

მსოფლიო
თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 19 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 19,000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მის ქვეყანაში, დაღუპულთა რიცხვმა 16,000 -ს გადააჭრბა, ხოლო სირიაში, არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 3000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics