|
2023-02-09 17:36:36, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
შარლ მიშელი ზელენსკის - თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც მსოფლიოს სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით შთააგონებს
თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინა თავს იცავს და იბრძვის მომავლისთვის და წელიწადზე ნაკლებ დროში იმაზე მეტად მიუახლოვდა ევროკავშირში გაერთიანებას, როგორც არასდროს. "ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის თქვენი მიღება ევროპის საბჭოში, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით, კეთილი იყოს დაბრუნება ევროკავშირში, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში. ჩვენ ვიცით, რა რისკებთანაა დაკავშირებული თქვენი აქ ჩამოსვლა და ამის გამო კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემთ ამას. ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, იმის დაცვით, რაც უკრაინას ეკუთვნის. თქვენი აქ ყოფნა ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ძლიერი სიმბოლოა. თქვენ წარმოადგენთ უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის და თავს იცავს, იცავს თავის ოჯახებს, სახლებსა და მომავალს. ამის მიუხედავად, წელიწადზე ნაკლებ დროში თქვენი ქვეყანა ევროკავშირთან იმაზე ახლოს მიიყვანეთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - განაცხადა შარლ მიშელმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)