00:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 16:59:00, 1454 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ბაღის კონტინგენტი, საიჯარო ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება. 

მათივე ინფრმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ  ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. 

ექსპერტიზის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა.

„N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ჯდენითი დეფორმაციები კვლავ გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ვითარდება ახალი დაზიანებები.  აღნიშნული კი იწვევს ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უმოკლეს ვადებში შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით“, - ნათქვამია საექსპერტო დასკვნაში. 

N37 საბავშვო ბაღის შენობა ისნის რაიონში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე 2016 წელს აშენდა და გაიხსნა. ბაღი 587 აღსაზრდელს ემსახურება. ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს მშობლების სურვილისამებრ,  დროებით, ახლომდებარე ბაღებში რეგისტრაციას შესთავაზებს, საიჯარო ფართის შერჩევის შემდეგ, ბაღი კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში  გააგრძელებს ფუნქციონირებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics