|
2023-02-09 16:40:28, 1626 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა ზელენსკის - ვიცით ის მსხვერპლი, რაც ევროპისთვის გაიღეთ და ეს უნდა დავაფასოთ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდონ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მეცოლამ აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ისაუბრა. მეცოლას თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ომში ჩართული ქვეყნის დასახმარებლად. "ჩვენ ვიცით ის მსხვერპლი, რაც ევროპისთვის გაიღეთ და ეს უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, მათ შორის იმ პოლიტიკური ნებით, რომელიც მარტივ ვაჭრობასა და გაწევრიანების უსწრაფეს პროცესს გულისხმობს. ჩვენ უკრაინას ვაძლევთ აღჭურვილობას და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების განხილვა. ჩვენი პასუხი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და საფრთხე ძალიან მაღალია", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)