00:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 14:19:12, 1003 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ე.წ. კადეტთა კორპუსზე - ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2024 წლის ზაფხულში დასრულდება. 

„მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის კადეტთა კორპუსი. გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი ნაწილი შენარჩუნდა და ავთენტურად პირვანდელი სახით აღდგება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 90-მდე ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი და მომავალი წლის ზაფხულში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ. ბოლოს კი ეზო მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

უწყების ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. 

„კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული კედლების გადაწყობა და კონსტრუქციული გამაგრება, ხოლო ავარიული ღიობების მოჩარჩოება და მზიდი კედლების გამაგრება დასრულდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics