07:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 13:32:29, 754 ნახვა

პოლიტიკა
ხელვაჩაურსა და ბორჯომში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ხელვაჩაურსა და ბორჯომში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები იმართება. აქციებზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციაზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

"ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ვალია, რომ ორგანიზმში სისხლი ავამოძრაოთ იმისთვის, რომ ხალხმა ირწმუნოს, რომ მათი აქტიურობით შესაძლებელია რაღაცის შეცვლა; მათი აქტიურობით შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს დავეხმაროთ. ადამიანი, რომელიც განასახიერებს ევროპას, ინოვაციებს, პროგრესს, ქვეყანაში შემოდინებულ ინვესტიციებს, ეს არის ყველაფერი მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს არის სიბნელე", - უთხრა "ტვ პირველს" ბორჯომში მიმდინარე აქციაზე ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურისა და ბორჯომის გარდა, დღეს აქცია ზესტაფონსა და სიღნაღშიც არის დაანონსებული.

რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics