07:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 13:06:10, 854 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია

პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქით, ამდენი ადამიანი არც ერთ პატიმარს არ გაუმწარებია, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა.

„პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია მოერგოს ერთ კონკრეტულ წრეს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს.

9 ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა რაღაც დოზით, იწვევდნენ თანაგრძნობას, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება ეს არის გამორიცხული, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თუ არა ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს. ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“,- განაცხადა კობახიძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics