|
2023-02-08 23:35:32, 949 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს
იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია არ არის იდეალური, მაგრამ არის სიმშვიდე, რომლის შედეგიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. მან დასძინა, რომ როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის ისეთი, როგორიც დღესდღეობითაა, პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება. მგონია, რომ დაძაბული საერთოდ არ არის სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის რომ რომელიღაცა პოლიტიკოსის შვილების მისამართით იმუქრებიან, ეს არ არის დაძაბულობა. ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე - არის ქვეყანაში პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, დღემდე, ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას და ეს არის და ეს. მაგრამ ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივების საშუალებას და ვითარების დაძაბვის საშუალებას. არაფერი დაძაბული არ არის სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა ვითარდება სათანადოდ. ერთადერთი არის ქარშხალი ჭიქაში, რომელიც ძირითადად ტრიალებს ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებში, მათ აქვთ სამი ტელევიზია და ცდილობენ ამ ქარიშხალის დატრიალებას. სინამდვილეში, ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა და ამ ყველაფრის შედეგია, რა თქმა უნდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მე გეთანხმებით იმაში, რომ რა თქმა უნდა იდეალური არ არის ვითარება, არის ისეთი მოცემულობა პოლიტიკურ სისტემაში რომელიც არ არის სასურველი ქვეყნის სტაბილური განვითარების მტკიცედ უზრუნველყოფისათვის. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა არის მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება, - განცხადა კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)