23:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 12:05:59, 867 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა მერმა და საზოგადოებას შესაბამისი ვიზუალური მასალა წარუდგინა. 

მისივე თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.

„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics