01:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 11:24:46, 932 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა

ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აღარ აქვს.

"მე პრეზიდენტს არაფერს არ ვუპასუხებ, უბრალოდ, იცით რაშია საქმე? მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის მისი დანაშაული როგორც გამოირკვა, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, ყველას თავისი ღირებულებები აქვს, მორალი აქვს. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი მე არ მაქვს", - აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ, 7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ  "ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა". მეხუთე პრეზიდენტის აზრით, გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, რაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და "ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის". მანვე განცხადებაში აღნიშნა, რომ "პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ - პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული)".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics