|
2023-02-07 23:15:37, 965 ნახვა
კამელჩუკი სააკაშვილზე - სამწუხაროა სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება, იმედია აღნიშნული ისტორია ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება
სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი, მოსამართლე, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და სწრაფად საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას მესამე ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს, რომ იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა. "სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია. იმედი გვაქვს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულ მდგომარეობაშია და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მას გადაიყვანენ სტაციონაულურ მკურნალობაში, მესამე ქვეყანაში, საავადმყოფოში, სადაც ის შეძლებს სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს დაბრუნება ნორმალური დემოკრატიული პროცესისკენ", - განაცხადა კამელჩუკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)