20:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 18:15:50, 834 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესტონეთი მზადაა მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს

ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიეცეს მას მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საშუალება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთი მზადაა მკურნალობაში დასახმარებლად სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს. მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ საშუალება მიეცეს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების. ესტონეთი მზადაა უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მკურნალობაში დასახმარებლად. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად”, - წერს ურმას რეინსალუ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics