06:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 14:48:39, 1343 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის

უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის,- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს უკრაინის დახმარება.

"ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის დასაძლევად, უკრაინის კანონის "ჰუმანიტარული დახმარების შესახებ" მე-10 მუხლის შესაბამისად",- ვკითხულობთ დადგენილებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მაშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics