08:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 19:31:10, 882 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ახალი ინიციატივა მედიისთვის ცენზურის დაწესებას არ ნიშნავს

აქ ცენზურაზე არ არის ლაპარაკი რა საკვირველია, სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არმიცემაც უკვე პასუხია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი პარლამენტის მიერ ჟურნალისტებს ჟურნალისტების მიმართ შემოღებულ შეზღუდვებს.

მისივე თქმით, საუბარია მედიის წარმომადგენლების შეზღუდვებზე, რაც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას, პოლიტიკურად ანგაჟირებული, წინასწარ გაწერილი სცენარით.

"აქ ცენზურაზე არ არის ლაპარაკი რა საკვირველია, სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც არ გაძლევთ პასუხს, შეგიძლიათ თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არმიცემაც უკვე პასუხია, ეს ერთი. აქ არის ლაპარაკი შეზღუდვაზე მედიის წარმომადგენლების მოქმედებებისა, რომელიც გულისხმობს პარლამენტში დეპუტატების დერეფნებში დევნას. პირდაპირი გაგებით დევნას, ფიზიკურ დევნას. რატომ გარბიხართ, რატომ ემალებით ობიექტურ შეკითხვას, ეს არის ის სცენარი, რომელიც წინასწარ იწერება სადღაც, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ,

მედიის შეზღუდვის მორიგი მცდელობა დღეს შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დააანონსა. მისი თქმით, აკრედიტებულ ჟურნალისტს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქცევის წესების შესრულება მოუწევს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics