08:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 12:16:51, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას

ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 

ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა და შემთხვევის ადგილზე მყოფებს გამძლეობა უსურვა.

"ვგლოვობთ კარამანმარასში [თურქეთში] მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას. 

ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს",- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.​

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics