22:06 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 17:07:45, 2312 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინმა ომის დასაწყისში პირობა დადო, რომ ზელენსკის არ მოკლავდა - ისრაელის ყოფილი პრემიერი

პუტინმა ომის დასაწყისში პირობა დადო, რომ ზელენსკის არ მოკლავდა, - ამის შესახებ ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. ისრაელის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს 2022 წლის მარტის დასაწყისში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობდა.

როგორც ბენეტი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა, კრემლიდან გამოსულმა დაურეკა თავშესაფარში მყოფ უკრაინის პრეზიდენტს და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები გადასცა. ბენეტის თქმითვე, ამის შემდეგ, 2 საათში ზელენსკი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა - „მე არ მეშინია“. 

„ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი - „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით, შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა - „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, - უთხრა ბენეტმა ადგილობრივ გამოცემას.

როგორც უკრაინული მედია წერს, ბენეტი პუტინს 5 მარტს შეხვდა. ზელენსკიმ კი ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ რჩება კიევში და არაფრის ეშინია, 7 მარტს ჩაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics