08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 14:52:54, 806 ნახვა

პოლიტიკა
სანოტარო სერვისების გაციფრულება - ნოტარიუსთა პალატა გერმანიის გამოცდილებას იზიარებს

ელექტრონული ხელმოწერა,  სანოტარო არქივის გაციფრულება,  დისტანციური სანოტარო აქტები - სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს. 

გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორი

ტეტია. გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა დავიდ ზიგელმა ქართველ კოლეგებთან, გერმანიის სანოტარო სისტემაში სამართლებრივი დოკუმენტების გაციფრულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოში ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ კი, ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ისაუბრა.

ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ,   გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის  წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. 

კონფერენციაში ქართული და გერმანული ნოტარიატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, მედიატორთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის - IRZ-ის  და სიპების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics