08:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 15:48:36, 816 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მელია არის წარსული - თუ ვინმე აპირებს ჩემს ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა

ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ვისაც პარტიის ახალი თავმჯდომარის ოპოზიციაში ყოფნა სურს, "მისი ნებაა".

"ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ. მე მგონი, უნდა გაასწორონ ისრები იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეკითხვაზე, მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას ეთანხმებიან თუ არა ენმ-ის წევრები, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღნიშნა:

"არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას კაპიტულანტური უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics