09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 10:56:47, 695 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე - ევროკავშირი მზადაა საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოზე.

მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს.

"ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics