01:17 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 00:02:21, 942 ნახვა

ფოტიგა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ის შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვშიშობთ, რომ შედეგები იქნება სავალალო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გამოსავალი და ეს უნდა იყოს საღ აზრთან მყოფი გზა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კი, საქართველოს მომავლისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება.

"როგორც წესი, დებატების ჩანიშვნას სჭირდება კოორდინაცია და დისკუსიები კოორდინაციებს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის იმ ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდა და მხარდაჭერაც ძალიან დიდი იყო.

ასე რომ, ამ დებატების შემდეგ ყველაფერი ნათელია, იმედი მაქვს ის მოახდენს გავლენას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ის შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვშიშობთ, რომ შედეგები იქნება სავალალო...

ევროპის ხმა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ მკაფიოდ მისულიყო ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამდე, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ადამიანს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მის მიმართ ასეთი მოქცევა დაუჯერებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გამოსავალი და ეს უნდა იყოს საღ აზრთან მყოფი გზა...

მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს მომავლისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ფოტიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics