|
2023-02-02 17:38:35, 958 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ანტირუსული კურსის გამო „მომდევნო უკრაინა“ მოლდოვა გახდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, "მომდევნო უკრაინა" მოლდოვა გახდება. მისივე თქმით, დასავლეთმა სპეციფიკური მეთოდებით მოახერხა მოლდოვაში დაეყენებინა პრეზიდენტი, რომელსაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, NATO-ში გარბის და მზადაა რუმინეთთან გაერთიანდეს. მან დასძინა, რომ მოლდოვას მიერ არჩეული გზა, რომ შეუერთდეს სხვადასხვა დასავლურ ალიანსს მოლდოვის ხელისუფლების ანტირუსულ კურსს მოწმობს. "დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის NATO-ში, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და მზადაა, რუმინეთთან გაერთიანდეს და, ზოგადად, მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის." - განაცხადა ლავროვმა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დანიელ ვოდას განმარტებით კი, მოლდოვას აქვს სწრაფვა ალიანსებში გაწევრიანებისკენ, რაც გამოწვეულია ხელისუფლების და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. დანიელ ვოდამ დასძინა, რომ ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებები, ჩვეული რუსული მუქარის რიტორიკაა. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის და რიტორიკის ნაწილია“, - განაცხადა დანიელ ვოდამ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)