|
2023-02-02 13:27:12, 728 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს
საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს,- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ საკაშვილს რამე დაემართება ციხეში, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება. „ძვირფასო კოლეგებო, ბატონ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა. საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს და ის რასაც, ჩვენ ვხედავთ, ისინი არ დგავენ სათანადო ნაბიჯებს. მე კიდევ ერთელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოიმოქმედონ ყველაფერი, რათა გადაარჩინონ სააკაშვილის სიცოცხლე გადადების გარეშე. პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართება ციხეში ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება“,- განაცხადა ლექსმანმა. ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)