02:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 11:49:02, 716 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო

ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ტაქსის რეფორმის პრინციპები და ეტაპები. 

მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. 

„ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ მათ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ უწევდათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI, გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება და ამაში არანაირ გადასახადს არ იხდიან. აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7 798. მეორე კატეგორიაში გადიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით. 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის უცხოელ ექსპერტებს. 

პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics