03:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 09:06:45, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კირილენკოს თქმითვე, საცხოვრებელ სექტორს "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

"რუსულმა ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაარტყეს. დაზიანდა სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 21 დაშავდა. შესაძლოა ხალხი ნანგრევების ქვეშ იყტოს",- განაცხადა კირილენკომ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics