03:24 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 03:25:17, 1338 ნახვა

ზელენსკი - მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს და მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთოს.

ამის შესახებ, პოსტი ზელენსკიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ახლა უკრაინის მოქალაქესა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა ევროპაში ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ, სირცხვილია. სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებები, ძალადობა შეწყვიტონ და მიხეილი გაათავისუფლონ. უკრაინამ პრობლემის გადაჭრის გზა შემოგთავაზათ. მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთოს". - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics