|
2023-02-01 21:58:39, 722 ნახვა
რატი ბრეგაძე - ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის ფარგლებში და ვერ ვიმოქმედებთ მოწოდებებით
„სასჯელის აღსრულების პროცედურა გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც შესაბამისობაშია უმაღლეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ ვიმოქმედებთ მოწოდებებით", – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შეუძლებელია, არა კანონის, არამედ მოწოდებების შესაბამისად მოქმედებდეს. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა ძალიან ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, მოწინავეა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის კუთხით და განუხრელად იცავს საერთაშორისო ხელშეკრულებების სულისკვეთებას. „ჩვენ თუ ვიმოქმედებთ მოწოდებებით და განცხადებებით, ვერ ვიქნებით სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის ფარგლებიდან არ გავალთ, რაოდენ დიდიც უნდა იყოს მოწოდებები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)