02:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 16:04:11, 1002 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობას და ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტებას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია.  

,,პირველ რიგში 2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მასტერპლანი -  ეს არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

,,პირველ რიგში, ე.წ. მასტერპლანით თავად აეროპორტების ოპერატორი კომპანიები ვსარგებლობთ. ეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართითაა გაწერილი. რადგან ჩვენი, როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანიების ინტერესებში შედის ვიცოდეთ - გრძელვადიან გეგმაში როგორ ვავითარებთ აეროპორტს, რათა სამომავლოდ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) აეროპორტის განვითარების გეგმა წინასწარ იყოს გაწერილი. მასტერპლანი დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემები, რომელმაც შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics