10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:50:13, 683 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ხაბეიშვილზე - ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული

ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული, - ასე დაახასიათა "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

მისი თქმით, თუ ლევან ხაბეიშვილს გეგმავს, რომ "სახტუნაოზე ხტუნაობით" აჩვენოს დამსახურებები, მაშინ უმჯობესია პარლამენტიდან გავიდეს.

"სერიოზულ პასუხს ვერ გასცემ, იცით. თუ ოფისის დათმობას აპირებს, შეიძლება იქ შექმნას საგანმანათლებლო დაწესებულება ან პოლიტიკური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც თვითონ და წალენჯიხის მერი წაიკითხავენ ლექციებს. 

რესურსი თუ არ გაგაჩნია ინტელექტუალური და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებებს, რა საკვირველია ჯობია პარლამენტიდანაც გახვიდე, რათა სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. 

ხაბეიშვილი ხელებს მიამტვრევს, ფეხებს მიამტვრევს თუ ყურებს მოაჭრის, ამ საკითხებთან დაკავშირებით მე არ მაქვს სერიოზული კომენტარი. ის ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული", - განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიამ "დატოვოს პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმონ". აღნიშნულ განცხადებას მისი პარტიის წევრების მხრიდან უთანხმოება მოჰყვა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics