10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 13:26:08, 917 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, ჩემი გული კიევში უნდა იყოს დამარხული

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვერ იცოცხლებს, მისი გული დამარხული უნდა იყოს კიევში, რადგან ის უკრაინას ეკუთვნის. 

ექსპრეზიდენტმა დისტანციურ რეჟიმში ჩართვისას უკრაინულ ენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის მოწამლული და მის მიმართ ხორციელდება წამება. 

"ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics