23:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 11:12:44, 1479 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა - The Economist სტატიას აქვეყნებს

საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა, - საერთაშორისო გამოცემა The Economist საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზეა საუბარი. 

მედია წერს, რომ საქართველოს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა "თავისუფლების შუქურა" უწოდა, დღეს კრემლი ადიდებს.

სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. გამოცემა წერს, რომ ექსპრეზიდენტი ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას.

"55 წლის სააკაშვილი თბილისის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ებრძვის დემენციას და კუნთების ატროფიას. დედა, რომელიც მას ყოველდღიურად სტუმრობს, ამბობს, რომ მეხსიერების დაქვეითება აქვს. სააკაშვილი თვლის, რომ ის მოწამლულია და ამბობს, რომ ის მოკლე კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ადრე გადავიდა ციხის სხვა საავადმყოფოში. დეკემბერში მისმა იურიდიულმა ჯგუფმა გაავრცელა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა იყო. რომელშიც ტოქსიკოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოწამლული იყო. 31 იანვარს მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ის გადაიყვანეს რეანიმაციაში, თუმცა ხელისუფლებამ ეს უარყო",- წერია სტატიაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics