12:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 11:09:50, 1459 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი“, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

„თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

"საერთაშორისო ბაზარზე ბანკების მსხვილი პარტნიორების საჭიროებების კვლევებით ვლინდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. აღნიშნული ჯილდო იმის დასტურია, რომ პარტნიორების ამ საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. 2023 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, „თიბისის“ ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგვეხმარება", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 

„2022 წლის განმავლობაში, ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სტაბილურად მზარდი იყო, რაც პანდემიის გამო, ავტომატიზებულ პროცესებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი წლევანდელი გამარჯვებულები, ლიდერები არიან კონკურენტულ ბაზარზე პარტნიორებისათვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების კუთხით", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, „თიბისის“ გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

წელს, რიგით 23-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო პროვაიდერები მსოფლიოს 102 ქვეყანასა და 8 რეგიონში დაასახელა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics