02:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 15:57:02, 1163 ნახვა

საზოგადოება
1-27 თებერვალს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე მოემსახურება

1-27 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც უწყების სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია უწყების სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1

ლანჩხუთი

01.02.2023

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

გურჯაანი

01.02.2023

 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)

10:00-17:00

3

ლენტეხი

02.02.2023

თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

4

ყვარელი

02.02.2023

კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

10:00-17:00

5

ონი

23.02.2023

აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ

10:00-17:00

6

ყაზბეგი

23.02.2023

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

7

ამბროლაური

27.02.2023

კოსტავას ქ. 20

10:00-17:00





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics