|
2023-01-31 12:03:50, 1498 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს, ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გავლენიანი კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს. მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ. „საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავიწყეთ კონკრეტული ლოკაციების მენეჯერების აყვანა სამიზნე ბაზრებზე. ჩვენ მიზანია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი მოვიზიდოთ, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ცნობილი კომპანიები შემოვიყვანოთ. ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს. საქართველო მათთვის ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობენ ხელს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებციაა „კონსენტრიქსი“ და „მაჯორელი“.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)