|
2023-01-31 11:15:58, 1563 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გააცნო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მინისტრმა გააცნო. როგორც ზაზა შავაძემ აღნიშნა, პროგრამების პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება. მათი ცნობით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას, სოფლად მეწარმეობის განვითარების და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც გამოყოფილია 4 904 500 ლარი. "მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შადგენს, 4 436 128 ლარს, განახლდა ქვეპროგრამა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა. 2023 წელს გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს საველე პირობებში გაეწევათ სწავლება-კონსულტირება, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 199 600 ლარით. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება რომლის დაფინანსებისთვის სამინისტრო დახარჯავს 1 505 510 ლარს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)