11:11 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 23:12:06, 996 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროკავშირმა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და აჩვენოს რუსეთს, რომ საქართველოს ევროავშირის მხარდაჭერა აქვს

ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რომელიც კვლავ დიდ პრობლემად და გამოწვევად რჩება, ამასთან ერთად საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უკრაინაში წარმოებული ომი უდიდესი გამოწვევაა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics