11:11 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 19:02:20, 886 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ხაბეიშვილზე - სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს?

სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს, რომ პარტიის წევრების ქმედებები ვიწროპარტიული ინტერესები და მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მხარდამჭერების.

მან დასძინა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეყდრნობა და მათი წარმომადგენელია პარტიაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მათი მხარდამჭერების, ამიტომაც აი 21 ათასმა ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყდრნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics