|
2023-01-30 15:48:45, 3508 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი პუტინის მუქარაზე - რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო სწორედ - სიცრუე
რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სიცრუე უწოდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინი თავდასხმით დაემუქრა. პესკოვის თქმით, BBC-ის მომზადებული "ყალბი მასალების ყურებაზე" დრო არც უნდა დაიკარგოს. "რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორედ, სიცრუეა", - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაშინ "ფაქტობრივად ვერ გაიგო", რაზე ესაუბრებოდა პუტინი მას. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოფიციალურად: ეს სიცრუეა, რაკეტებით არანაირი საფრთხე არ ყოფილა. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრებთან, ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვს რამდენიმე წუთში მიაღწევს. თუ ეს პასაჟი ასე იქნა გაგებული, ძალიან უხერხული სიტუაციაა“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, ბრიტანულმა გაზეთებმა The Daily Telegraph-მა და Daily Mail- მა გამოაქვეყნეს ბორის ჯონსონის სიტყვები დოკუმენტური ფილმიდან "პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ", სადაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. BBC-ის დოკუმენტურ ფილმი სახელწოდებით „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნული სატელეფონო საუბრის დეტალებია გადმოცემული, ეთერში დღეს გავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)