11:11 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 14:42:50, 725 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ენმ-ზე - ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე რევოლუციური კომიტეტი იქმნება

ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს.

მისი თქმით, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია.

"ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია, როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. 

ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით",- განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics