07:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 09:11:21, 1009 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში შეჭრამდე პუტინი მას სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა. 

გამოცემა იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი 2022 წლის თებერვალში შედგა და პუტინის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჯონსონმა გააფრთხილა, რომ უკრაინის ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.

„ერთ მომენტში ის (პუტინი - რედ.) თითქოს დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება",- ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი. 

საუბრისას ჯონსონმა პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.

BBC-ის დოკუმენტურ ფილმი სახელწოდებით „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნული სატელეფონო საუბრის დეტალებია გადმოცემული, ეთერში დღეს გავა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics