10:24 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 11:25:13, 1685 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინს ტელეფონით კვლავ ვესაუბრები, ჩვენ გვჭირდება ეს, მან უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან

მე კვლავ ვესაუბრები პუტინს ტელეფონით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

შოლცის თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება.

"მე კვლავ ვესაუბრები პუტინს ტელეფონით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი. სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ეს საშინელი უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. 

როგორც შოლცმა აღნიშნა, პუტინთან ადრე სატელეფონო საუბრები "არ იყო არაკეთილსინდისიერი ტონით", მაგრამ მან არაერთხელ აჩვენა, რომ სურს "მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ძალით ანექსია" და კანცლერმა ამას "მიუღებელი" უწოდა.

„დროდადრო ჩვენ განვიხილავდით ტყვეთა გაცვლის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები დაუბრუნდეს აქტუალურ საკითხს: როგორ გამოვიდეს მსოფლიო აქედან. საშინელი ვითარებაა“, - აღნიშნა შოლცმა.

ცნობისთვის, 20 იანვარს გერმანიამ უკრაინისთვის ახალი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ განაცხადა. ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც კიევს ბერლინისგან მიუღია.

ამავე დროს, გერმანია ძალიან რთულად დათანხმდა Leopard-ის ტიპის ტანკების უკრაინაში გადაცემას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics