|
2023-01-28 13:56:41, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ნაყოფია - სიიდან ამოღებული იქნა 118 ადამიანი, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს
არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, პირველადი სიიდან ამოღებული იქნა 118,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისი თქმით, ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს "არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები გაიპაროს. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. სამწუხაროდ, ეს ამბავი მათთვის არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა ძალინ მაღალია",- განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)