|
2023-01-27 17:37:26, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს შემოიღეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვით გახანგრძლივდება და 2023 წლის 31 ივლისამდე გააგრძელდება. "ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასევე მოიცავს : რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემისგან ჩახსნასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული საინფორმაციო სააგენტოებისთვის სამაუწყებლო საქმიანობის ლიცენზიისა და საქმიანობის შეჩერებას", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)