|
2023-01-27 10:03:21, 1515 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აგრესია მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება შეჩერდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ახალი მასობრივი თავდასხმები რაკეტებითა და თვითმფრინავებით ადასტურებს, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტების და შაჰედების უმეტესობა, მაგრამ იყო დარტყმები, დაჭრილები და დაღუპულები. "დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მორიგ მასიურ სარაკეტო თავდასხმას. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორებთან: რუსეთის ეს აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღია. მაგრამ ლეგალური იარაღით: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად, რათა შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით და ანაზღაურდეს ამ ომის შედეგად გამოწვეული ყველა დანაკარგი რუსული აქტივების ხარჯზე ძნელია 100%-იანი დაცვა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერორისტები ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ“, - თქვა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა „სატანკო კოალიციას“ აფართოებს: „არის შესაბამისი გადაწყვეტილება კანადის მხრიდან - ამისთვის მადლობას გიხდით. ჩვენს სატანკო კოალიციაში უკვე 12 ქვეყანაა",- განაცხადა უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)