|
2023-01-26 23:06:34, 2354 ნახვა
სპორტი
ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ პოზიცია ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ დაიკავა
ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა, სადაც პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია ავრცელებს. მისივე თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იქედან გამომდინარე, რომ საქართველომ ფიგურულ სრიალში მოახერხა და დაიკავა პირველი ადგილი, რაც კიდევ ერთი დიდი მოტივაცია იქნება სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაიმართება. "დღეს, 26 იანვარს, ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე. დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა და 69, 81 ქულით პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა. ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულებული მოკლე პროგრამა უკონკურენტო აღმოჩნდა ასპარეზობის პირველ სეგმენტში. ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას ამ დამსახურებულ წარმატებას, ჩვენი ქვეყნისათვის მოპოვებულ მცირე ოქროს მედალს , რომელიც დიდი სტიმული იქნება ქართველი სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაიმართება", - წერს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)